saqarTvelos mwvervalebi - moguaSirxa
მოგუაშირხა - მწვერვალი კოდორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე აფხაზეთ-სვანეთის ქედზე, მდინარეების საკენისა (კოდორის სისტემა) და ნენსკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3847 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური და ნივალური ლადშაფტი.